2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთი 43:5 დაამარცხა.
მატჩის ორივე ტაიმი “ბორჯღალოსნების” სრული უპირატესობით წარიმართა, პირველ ნახევარში ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 29:0 დაამარცხა. მატჩის სურათი კი არც მეორე ტაიმში შეცვლილა.
ფინალში ჩვენი გუნდი ესპანეთს შეხვდება, რომელმაც სტუმრად პორტუგალიას 42:31 მოუგო.
თბილისი. “ავჭალა”
საქართველო – რუმინეთი 43:5
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი
ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).