ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა კანადასთან გასამართი მატჩისთვის აშშ-სთან შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა, მარქაფაში კი 6 მორკინალი გაამწესა.
დამწყებთა შორის 3 ცვლილებაა შერკინებაში, ორი კი ხაზში.
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ პირველივე წუთებიდან თამაშს იწყებენ კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც აშშ-სთან მარქაფაში იყო. ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა ბურჯი ირაკლი აფციაური. მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილის ნაცვლად თამაშს იწყებს ილია სპანდერაშვილი.
შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა დავით აბდუშელიშვილმა, ვისაც ერთი კვირის წინ სანაკრებო დებიუტი ქონდა. უცვლელია შერკინების მეორე ხაზი – მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე.
კანადასთან მატჩისთვის შერკინების მარქაფაში 6 მორაგბეა. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ და ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, ასევე მესამეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა. იქ ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია კი ბორჯღალოსნებს ამ კვირაში შეუერთდნენ და მომავალ შეხვედრას თადარიგიდან იწყებენ.
უცვლელია ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ცენტრში ადგილი შეინარჩუნა გიორგი კვესელაძემ, რომელსაც ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება. მან ცენტრში ფრთიდან გადაინაცვლა. შეიცვალა ორივე ფრთა და თამაშს დემე თაფლაძე და შალვა აფციაური იწყებენ. ფულბეკი ამჯერადაც დავით ნინიაშვილი იქნება.
ხაზში გუნდს გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა გააძლიერებენ.
ბათუმში თამაში 15 ნოემბერს, 16 საათზე დაიწყება.
ტესტ-მატჩი. 15 ნოემბერი
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 16:00
საქართველო – კანადა
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი
Rugby.ge
“ბორჯღალოსნები” | ნამატით კანადასთან
“რათა შეცდომები არ განმეორდეს” – რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა
“ბორჯღალოსნები” | ქოქრილმა “არწივებისთვის” 23 შეარჩია
“ბორჯღალოსნები” | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
“ბორჯღალოსნებმა” კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]
ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა
“ბორჯღალოსნები” | ნამატით კანადასთან
“ბორჯღალოსნები” | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
“რათა შეცდომები არ განმეორდეს” – რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]
კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო




