ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი წელს ახალი მთავარი მწვრთნელითა და რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებს. ბორჯღალოსნები ტიტულის მეთვრამეტედ დაცვასა და რაგბი ევროპის ზედიზედ მერვედ მოგებას შეეცდებიან.
პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ, რომელიც ბრონკანის არყოფნაში ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპაზე გაიყვანს, გაფართოებულ შემადგენლობაში 34 მორაგბეს და მათ შორის, 9 დებიუტანტს უხმეს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება „ლა როშელის“ ქართველი ვარსკვლავი – დავით ნინიაშვილი.
8 თებერვალს, ბორჯღალოსნები ივერდონში, შვეიცარიას დაუპირისპირდებიან; 15 თებერვალს, ამსტერდამში ნიდერლანდებს შეხვდებიან და ჯგუფურ ეტაპს 21 თებერვალს, თბილისში, ესპანეთთან მატჩით დაასრულებენ.
რაგბი ევროპის ნახევარფინალები 7-8 მარტს, ხოლო ფინალები 15 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ – 17-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 8 – ზედიზედ.
2015 წლიდან რაგბის ერთგული მხარდამჭერია. ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ათწლიანი პარტნიორობის ისტორია ბევრ გამარჯვებას, მნიშვნელოვან წარმატებასა და უამრავ დაუვიწყარ ისტორიას აერთიანებს.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია რაგბის ღირებულებები. ქართული რაგბი ერთ, მთავარ იდეაზე დგას – გჯეროდეს მაშინაც კი, როცა მიზნის მიღწევა შეუძლებლად გეჩვენება. სწორედ, ამ სიჯიუტითა და მიზანსწრაფულობით დავიმკვიდრეთ რაგბის მსოფლიო რუკაზე ჩვენი ადგილი.
საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, მხარს უჭერს ადამიანებს, ვისაც სირთულეები არ აბრკოლებს და ვინც მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად მიდის. ვინც იცის, რომ ნამდვილი გამარჯვება რწმენით იწყება.
ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…