ხვალ, 11 ივლისს ბორჯღალოსნები ზაფხულის მეორე შეხვედრას გამართავენ და ბლუმფონტეინში „ტოიოტა სთედიუმზე“ სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზს, ‘ჩიტასს’ შეერკინებიან. თამაში ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება.
ეს არ არის ტესტ-მატჩი და შესაბამისად, მასში მონაწილე მორაგბეებს სანაკრებო კეპები არ მიენიჭებათ, თუმცა მოედანზე სამ დებიუტანტს ვიხილავთ – ფრთა ოთარ მეტრეველი,მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე და კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე ბორჯღალოსნების კვართს პირველად მოირგებენ.
ირლანდიასთან თბილისური მატჩის შემდეგ სრულად შეიცვალა სასტარტო შემადგენლობა, რაზეც მთავარი მწვრთნელი რიჩარდ ქოქრილი ჯერ კიდევ ზაფხულის კამპანიის დაწყებამდე საუბრობდა.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი ირაკლი ქვათაძე და ბურჯები – გიორგი თეთრაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია. მეორე ხაზში გუგა ღანიაშვილს დებიუტანტი დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში სანდრო მამამთავრიშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და ილია სპანდერაშვილს ვიხილავთ.
ღერძზე თენგიზ პერანიძისა და თედო აბჟანდაძის დუეტი იდგება, ცენტრში კი თამაშს გიორგი ხაინდრავა და თორნიკე კახოიძე იწყებენ. ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე შალვა აფციაური და კიდევ ერთი დებიუტანტი ოთარ მეტრეველი დადგებიან.
მარქაფაშია კიდევ ერთი დებიუტანტი ვახტანგ ჯინჭარაძე. ბურჯებს ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბექა გიგაშვილი შეცვლიან, მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს, ხოლო მესამეში ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ. გამოცდილი მოთამაშეები არიან ხაზის მარქაფაში – ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა და დემე თაფლაძე.
‘ჩიტასთან’ ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს თედო აბჟანდაძე, რომელიც ნაკრების ისტორიაში 37-ე კაპიტანია.
ამხანაგური მატჩი. 11 ივლისი
ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“. 21:00 (საქ. დრო)
ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – საქართველო
საქართველო
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);
შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. გუგა ღანიაშვილი (შავი ლომი), 5. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).
მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე (მონტობანი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (კასტრი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).
Rugby.ge
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ირლანდიასთან მატჩში “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ცნობილია
ჯალაღონიას ლელო – “ბორჯღალოსნები” ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
ირლანდიასთან მატჩში “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ცნობილია
“ბორჯღალოსნები” | თამაშის კვირა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
“ბორჯღალოსნები” | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! – ირლანდიასთან 5 ივლისს “მიხეილ მესხზე”
