“ბორჯღალოსნები” | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის

ნოემბრის ტესტ-მატჩების წინ ბორჯღალოსნებმა დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და მორაგბე ბექა გორგაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ორივემ აღნიშნა, რომ კარგ თამაშთან ერთად მნიშვნელოვანია სამივე შეხვედრის მოგება, რათა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე მყოფმა საქართველომ, 12 მოწინავეს შორის ადგილი შეინარჩუნოს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ, ბორჯღალოსნებს უკეთეს კალათას დაუბევებს.
რიჩარდ ქოქრილი: „კმაყოფილი ვარ დღევანდელი საწვრთნელი პროცესით. უკვე შემოგვიერთდნენ საფრანგეთში მოთამაშე მორაგბეები, რაც ძალიან კარგია. ასევე კმაყოფილი ვარ შერჩეული გუნდით და მორაგბეების ფორმით. მოახლოებულ ტესტ-მატჩებზე ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ამას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. გვჯერა, რომ კარგად ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენი მიზანი მსოფლიო თასის კენჭისყრამდე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა, რისთვისაც სამივე თამაშის მოგება გვმართებს. პირველი შეხვედრა ბათუმში -ს წინააღმდეგ გვექნება და ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ“.
ბექა გორგაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია სამივე თამი გამარჯვება მოვიპოვოთ, რადგან ვცდილობთ მსოფლიო რეიტინგში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და შესაბამისად, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრას კარგი პოზიციით შევხვდეთ. პირველივე თამაშიდან გვექნება შესაძლებლობა რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და მთავარი გამოწვევისთვის – იაპონიისთვის კარგად მოვემზადოთ“.
„ის, რომ აშშ შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, არაფერს ნიშნავს. ჩვენს წინააღმდეგ ისინი ყოველთვის კარგად ასპარეზობენ და ჩვენც შევეცდებით მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ. მთავარი გამოწვევა დროის ნაკლებობაა. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს, თუმცა მობილიზებულები ვართ, რათა მაქსიმალურად მზად შევხვდეთ აშშ-სთან თამაშს“.
“ბორჯღალოსნები” | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
“ბორჯღალოსნები” | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
“ბორჯღალოსნები” | მომავალი მეტოქე – მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
“ბორჯღალოსნები” | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
“ბორჯღალოსნები” | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში – “ბორჯღალოსნები” “ჩიტასთან” დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? – “ბორჯღალოსნების” მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება