შემოდგომის სანაკრებო ფანჯარაში ბორჯღალოსნები საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს ბათუმში და ერთსაც თბილისში.
ნოემბრის კამპანიას 8 ნოემბერს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ აშშ-სთან მატჩით ვხსნით. „არწივებთან“ შეხვედრა 16 საათზე დაიწყება და მას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მოედნის მსაჯი ლუკ პირსია, რომელსაც ბორჯღალოსნების არაერთი შეხვედრა უმსაჯია.
პირსმა საქართველოს თამაში პირველად 2014 წელს რუმინეთთან იმსაჯა (22:9); 2017 წელს მან ხუხუიში საქართველოსა და არგენტინის ტესტ-მატჩი განსაჯა (29:45); პირსი მსაჯობდა 2019 წლის მსოფლიო თასის შეხვედრას იაპონიაში უელსთან (14:43); მანვე იმსაჯა უელსთან ჰლანეჰლიში 2020 წელს გამართულ მატჩში (0:18); ბოლოს ინგლისელი მსაჯი 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე, ავსტრალიასთან (15:35) გვყავდა.
ლუკ პირსს კიდეებიდან დამ ლილი და ჯორჯ სელვუდი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო რეფერი დენ ჯონსი იქნება.
15 ნოემბერს ბათუმშივე ვეთამაშებით კანადას და აქ მოედნის მსაჯი ახალ ზელანდიელი პოლ უილიამსია. აქამდე მას ბორჯღალოსნების სამი შეხვედრა უმსაჯია: 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ფიჯისთან (11:45); 2022 წელს თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა ურუგვაისთან (34:18); და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან (18:18).
პოლ უილიამსის ასისტენტები იტალიელები – ფედერიკო ვედოველი და ფილიპო რუსო, ხოლო ვიდეო-რეფერი უელსელი ალედ გრიფიტსი არიან.
წლის დაკვნითი თამაში საქართველოს 22 ნოემბერს, თბილისში იაპონიასთან ელის. „მიხეილ მესხზე“ შეხვედრა წინა ორი მატჩის მსგავსად 16 საათზე დაიწყება. აქ მოედნის მსაჯი ირლანდიელი ეგან ქროსი იქნება, რომელსაც ბორჯღალოსნების თამაში ჯერ არ განუსჯია. კიდეებიდან მას ინგლისელები – ენტონი ვუდთორპი და პიტერ მარტინი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი ასევე ინგლისელი ლეო ქოლგანი იქნება.
Rugby.ge
“ბორჯღალოსნები” | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
გვაქვს თუ არა რეგრესი? – “ბორჯღალოსნების” მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
“ბორჯღალოსნები” | მომავალი მეტოქე – მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
“ბორჯღალოსნები” | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით “ჩიტასთან”
“ბორჯღალოსნები” | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? – “ჩიტასის” შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში – “ბორჯღალოსნები” “ჩიტასთან” დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? – “ბორჯღალოსნების” მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება