“ბორჯღალოსნები” | მეშვიდედ იაპონიასთან

2024 წლის ზაფხულში “ბორჯღალოსნები” იაპონიაში გაემგზავრებიან და “საკურებთან” სენდაიში 13 ივლისს ტესტ-მატჩს გამართავენ.
ეს იქნება ამ გუნდებს შორის მე-7 დაპირისპირება. აქამდე გამართული 6 შეხვედრიდან საქართველომ მოიგო ერთი, 5-ჯერ კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა.
პირველი თამაში 2006 წლის 14 აპრილს ოსაკაში შედგა და მასპინძლებმა 32:7 იმარჯვეს. 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 7-წლიან ციკლში “ბორჯღალოსნები” “საკურებს” 5-ჯერ ერკინნენ. 2012 წელს სტუმრებმა თბილისში, “მიხეილ მესხზე” 25:22 იმარჯვეს.
2014 წელს იაპონია კვლავ თბილისში გვეწვია და საქართველომ აზიელებთან პირველი გამარჯვება იზეიმა – 35:24.
2015 წლის მსოფლიო თასის წინ,
გლოსთერში გასახურებელი თამაში შედგა და მეტოქემ სამი წლის წინანდელის მსგავსად, ამჯერადაც 3 ქულის სხვაობით იმარჯვა – 13:10. მომდევნო წელს იაპონია მესამედ გვეწვია “მიხეილ მესხზე” და დაძაბული ბრძოლა ამჯერადაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 28:22.
აქამდე იაპონიასთან ბოლოჯერ 2018 წელს ტოიოტაში ვითამაშეთ და მასპინძლებმა მეხუთე გამარჯვება ჩაიწერეს – 28:0.
მთლიანობაში, 6 თამი საქართველომ იაპონიას გაუტანა 11 ლელო და 96 ქულა, თავად კი 17 ლელო და 150 ქულა მიიღო.
ვინ იქნებიან ივლისის ტესტებზე “ბორჯღალოსნების” დანარჩენი მეტოქეები, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.