“ბორჯღალოსნები” | მეორე ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან

2025 წლის ზაფხულში “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკას ეწვევიან და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ტესტ-მატჩს გამართავენ.
საქართველოსა და სპრინგბოკის მესამე რკენა 19 ივლისს გაიმართება. მატჩის ჩატარების ადგილი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება.
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას “ბორჯღალოსნები” პირველად 2003 წელს ეთამაშნენ. საქართველოსთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, მრისხანე მეტოქესთან სადებიუტო ლელო გავიტანეთ, თუმცა ავსტრალიაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 46:19.
მას შემდეგ 18-მა წელმა ისე გაიარა, “ბოკეს” არსად გადავყრივართ, 2021 წელს კი, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა პირველად მიგვიწვია ტესტ-მატჩის გასამართად. ტიტულის მოპოვების შემდეგ სამხრეთ აფრიკისთვის ეს
პირველი თამაში იყო და პრეტორიაში მასპინძლებმა 40:9 გაიმარჯვეს.
ერთი კვირის თავზე სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ-მატჩიც უნდა გვეთამაშა, თუმცა ორივე გუნდის რიგებში კოვიდ-პანდემიამ იფეთქა. შედეგად, მეორე თამაში არ შედგა და “სპრინგბოკს”, რომელმაც 2023 წელს მსოფლიო თასი მეოთხედ მოიგო, მესამედ 2025 წლის 19 ივლისს ვერკინებით.
Rugby.ge