“ბორჯღალოსნები” | იტალიასთან გენუაში

2024 წლის შემოდგომის სერიების ფარგლებში, “ბორჯღალოსნები” 17 ნოემბერს იტალიას გენუაში, „ლუიჯი ფერარიზე“ ერკინება.
„ლუიჯი ფერარი“ 1911 წელს გაიხსნა და ის 33 205 მაყურებელს იტევს. მატჩი ჩვენი დროით 17:40 საათზე, ბილეთების გაყიდვა კი დღეს დაიწყება საიტზე federugby.ticketone.it.
აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველად „აძურას“ 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს. 2000 წელს იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გავმართეთ (51:7), ხოლო 2003 წლის მსოფლიო თასამდე მას ასტიში ვეთამაშეთ (31:22).
ამის შემდეგ
იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ველოდით და მას მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შევხვდით – გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩათ – 28:17.
2022 წელს „აძურა“ პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს 3 ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი გაუშვა და 28:19 გაიმარჯვა. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.
მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამი გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.
Rugby.ge