ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული შენობის რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს.
„რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი, ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები. გადაიხურება ტრიბუნები და VIP ლოჟა. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ