ბორჯომში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, მოსახლეობასთან შეხვედრა ბორჯომში გამართა და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა და ანტონ ობოლაშვილმა.
“შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გრეტა წიწავა, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი.
დღესვე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მოსახლეობასთან შეხვედრას გორში გამართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ