ბორჯომში, ე.წ პლატოზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები მოეწყობა

ბორჯომში, ე.წ პლატოზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდება.
„პროექტის მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, ასევე, მოეწყობა ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და საპარკინგე სივრცე.
დამონტაჟდება ტენისის მაგიდა და საპარკე სკამები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს