ბორჯომში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით, დღის ცენტრ „თებეს“ ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ,,თებეს” ბენეფიციარები აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრით წარსდგნენ.
„მათთვის განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ანიმატორები ზრუნავდნენ, მოეწყო ილუზიონისტების და გიგანტი საპნის ბუშტების შოუ.
ღონისძიებას მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, გაეროს ეგიდით, 2011 წლიდან აღინიშნება. ყოველ წელს ამ დღეს მსოფლიო სხვადასხვა გზავნილით ხვდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა