ბორჯომში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 3 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ