ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელს, ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ის მგზავრებს 2027 წლის იანვრიდან მოემსახურება.
“ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას – რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 შესაბამის სარკინიგზო სადგურს. გეგმის მიხედვით, მატარებელი მგზავრებს 2027 წლის იანვრიდან მოემსახურება”. – თქვა კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.
ბორჯომი-ბაკურიანის მატარებლის ხაზი 2020 წლიდან გაჩერებული იყო.