„ბორჯომი არაბული ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა“ – Boutique Hotel Borjomi Verde

„ბორჯომი არაბული ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა“ – Boutique Hotel Borjomi Verde
ბორჯომი არაბული ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, – ამის შესახებ Boutique Hotel Borjomi Verde-ს დამფუძნებელმა ხატია მელიქიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში არაბული ქვეყნების გარდა ვიზიტორები არიან დან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, დან, ინდოეთიდან და სხვა.
“მიმდინარე წლის თვის ჭრილში თუ განვიხილავთ დატვირთულობას, სასტუმროს იანვარში ჰქონდა 82%-იანი დატვირთვა, ახალი წლების და შემდგომი პერიოდი 15 იანვრამდე იყო ძალიან მოთხოვნადი, ხოლო კლების ტენდენცია იანვრის მეორე ნახევრიდან შეიმჩნეოდა. თებერვალში ასევე კლება შეინიშნებოდა და დატვირთულობა 65% იყო, ხოლო მიმდინარე თვეში, მარტში როგორც გარე, ისე შიდა ვიზიტორმა იკლო და ამ ეტაპზე საშუალოდ 50-55%-იანი დატვირთვაა.
ზოგადად, ჩვენი სასტუმრო მასპინძლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორს. ბოლო წლებში ძალიან მზარდია არაბული ქვეყნებიდან შემოსვლა და ბორჯომი მათთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ბორჯომში და ჩვენ სასტუმროში დიდი პროცენტულობა უცხოელების სწორედ მათზე მოდის. შეიძლება ითქვას, რომ 50-50%-ზეა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტის შემოსვლა. ზაფხულის განმავლობაში მოთხოვნა დიდია ადგილობრივი ბაზრის და ასევე არაბული ქვეყნებიდან. ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი ზაფხულში ადგილობრივია. შემოდგომიდან უფრო იკლებს ადგილობრივი ვიზიტორები და მეტი წილი უცხოელ სტუმარია.
გარდა ამისა, ზამთრის სეზონზე ბაკურიანში გაზრდილი მოთხოვნა, ბორჯომზეც დადებითად აისახება და ქართველი და უცხოელი ტურისტების ჯავშნები აქტიურად შემოდის”, – აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ბორჯომში მდებარე სასტუმრო – Boutique Hotel Borjomi Verde 7 სასტუმრო ნომერს და რამდენიმე ღია და დახურულ ტერასას მოიცავს. გარდა ამისა, სასტუმრო დამსვენებლებს სხვადასხვა სათავგადასავლო ტურებს სთავაზობს.