ბორჯომის ჰოლდინგის მფლობელმა კომპანიამ შემოსავალი $47 მლნ-ით გაზარდა

ბორჯომის ჰოლდინგის მფლობელმა კომპანიამ შემოსავალი $47 მლნ-ით, 301 მლნ-მდე, გაზარდა. ამის შესახებ ჯგუფის 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშშია ნათქვამი.
Borjomi Finance ჰოლდინგური კომპანია Rissa Investments Ltd.-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს აქტივებს სასმელი წყლის წარმოებისთვის რუსეთსა და საქართველოში. ჯგუფის უმსხვილესი ბრენდებია BORJOMI და Святой Источник-ი. მათი 2022 წლის შემოსავლის წილი 34 და 35%-ია. ამას გარდა, ჯგუფი აწარმოებს: „ლიკანის“, „ბაკურიანისა“ და „მორშინსკის“ მტკნარ და მინერალურ წყლებს. ჯგუფის საწარმოო სიმძლავრე მოიცავს 26 ხაზს, ჯამური ტევადობით დაახლოებით 500 ათასი ბოთლი საათში.
რუსული მედია წერს, რომ „ბორჯომი ჯგუფი“ 2023 წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შთამბეჭდავ ფინანსურ ზრდას აჩვენებს. ჯგუფის შემოსავალი გაიზარდა 18,5%-ით და 3$01 მლნ-მდე, წინა წლის პირველ ექვს თვეში 4254 მლნ-თან შედარებით. ამ ზრდას თან ახლავს გაყიდვების მოცულობის 14,3%-იანი ზრდა, 767 მლნ-დან 877 მლნ ბოთლამდე. მთლიანი მოგება გაიზარდა 29.1%-ით და $164 მლნ-მდე, ხოლო მოგება პროცენტამდე, გადასახადებზე, ცვეთასა და ამორტიზაციამდე გაიზარდა 55.6%-ით, რაც ხაზს უსვამს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საოპერაციო ეფექტურობაში და ბიზნესის მომგებიანობაში.