“ბორჯომის” მფლობელ ჰოლდინგს შემოსავალი $556 მილიონამდე გაეზარდა

“ბორჯომის” ჰოლდინგის მფლობელმა კომპანია Rissa Investments Limited-მა 2024 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯგუფმა შემოსავალი 120 მილიონი დოლარით, 556 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამასთან, გასულ წელს კომპანიას 84 მილიონი დოლარის წმინდა მოგება ჰქონდა.
Borjomi-ის მინერალური წყალი საერთაშორისო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომლის საბოლოო მაკონტროლებელიც კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Rissa Investments Limited-ია. ჯგუფი აწარმოებს “ბორჯომის”, “ლიკანის”, “ბაკურიანის”, ასევე რუსეთის წამყვან მტკნარ წყალს – “სვიატოი ისტოჩნიკისა” და “მორშინსკის” მტკნარ და მინერალურ წყლებს.
რუსული ფინანსური მარეგულირებლისთვის Rissa Investments Limited-ის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში მისი შემოსავლების მთავარი წყარო რუსეთის ფედერაციის გაყიდვები იყო, რამაც 391 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი 41.9 მილიონი დოლარის გაყიდვებით, მესამეზე საქართველო $39 მილიონით, ბელარუსი $24.5 მილიონით მეოთხეზე, უკრაინა კი მეხუთე პოზიციაზე 16.7 მილიონი დოლარით.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჯგუფის საკონტროლო პაკეტის მფლობელები სანქცირებული ოლიგარქების – მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის “ალფა ჯგუფი” იყო, აღნიშნულის გამო, სანქციები გავრცელდა თავად Rissa Investments Limited-ზეც, რის გამოც საქართველოში კომპანიის საქმიანობა შეფერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბრენდის გადარჩენის მიზნით, ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი უსასყიდლოდ შეესყიდა. ამასთან, ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დაინიშნა.
შედეგად, ჯგუფის აქციათა წილები ასე გადანაწილდა: