ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკურორტო სოფელ ტბაზე, ცემში, სადგერსა და დაბა ბაკურიანში გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
„გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: დაბა ბაკურიანში – წაქაძის ქუჩის, ცემში – ორი ჩიხის, ტბაზე – ერთი ჩიხის და სადგერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას. ჯამში, ოთხ სოფელში გზის საფარის 900 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც.
საკურორტო სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული გზებით, სოფელში მცხოვრები ოჯახები და ვიზიტორები შეძლებენ გადაადგილებას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ