ბორჯომის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ოთარ არბოლიშვილის თქმით, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა”, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ