ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები ქალაქ ვარნაში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფერხისი“ და „იმედი“ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფესტივალ-კონკურსში ანსამბლებმა პირველი ადგილი დაიკავეს. ორივე ბულგარეთში, კომპანიებმა “MAGICGROUP”-მა და “ART FEST ASSOCIATION “-მა მიიწვიეს.
„ფერხისს” სამახსოვრო დიპლომებსა და მედლებთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცა და ბულგარეთში, მომავალ წელს დაგეგმილ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად კვლავ მიიწვიეს. ანსამბლ ,,ფერხისს” ქორეოგრაფი ნინო მდივნიშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო ,,იმედს” – თეა გაბელაია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ორივე ანსამბლს და მათ ხელმძღვანელებს გამარჯვებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს