ბორჯომის, ბაკურიანის და ლიკანის მფლობელმა “ბორჯომი ჰოლდინგმა” შემოსავალი გაზარდა

საერთაშორისო ჰოლდინგმა Rissa Investments Limited-მა, რომელიც „ბორჯომის“ ბრენდს ფლობს, 2024 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. არაუდიტირებული მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა 274.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.3 მილიონი დოლარით მეტია.