ბორტი N1 ანუ რით დაფრინავს აშშ-ის პრეზიდენტი და რა ღირს მთავარი ამერიკული ავიალაინერი?

ბორტი N1 ანუ Air Force One, არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თვითმფრინავი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი ავიალაინერი.
სინამდვილეში, Air Force One არ არის კონკრეტული თვითმფრინავის ტიპი, არამედ იმ საჰაერო ხომალდის სპეციალური ნიშანი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმყოფება.
ახლა -ის მთავარი თვითმფრინავი Boeing VC-25-ია, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავის Boeing 747 სამხედრო ვერსიაა. ეს თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის და მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს ემსახურება. VC-25 ამ თვითმფრინავის პირველი და ერთადერთი ვარიანტია.
აშშ-ში Boeing VC-25-ის მხოლოდ 2 ერთეულია წარმოებული და მათი ბორტის ნომრებია 28000 და 29000. მათ იდენტური ვიზუალი და აღჭურვილობა აქვთ.
Boeing VC-25-ის ერთი თვითმფრინავის ღირებულება $325 მლნ-ია.
ეს თვითმფრინავები 1986 წელს იქნა წარმოებული და მათ აშშ-ის პრეზიდენტების მომსახურება 1990 წლიდან, უმცროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყეს. მის გარდა მათი გამოყენება შეძლეს ბარაკ ობამამ, დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა.
თვითმფრინავის მთავარ ნაწილში არის პრეზიდენტის საძინებელი და ოფისი, ტუალეტები, საკონფერენციო დარბაზი, ლაუნჯი თანმხლები პირებისთვის და სამედიცინო კაბინეტიც კი.
თეთრი სახლის ცნობით, VC-25A-ს არ აქვს ფრენის შეზღუდვა, რადგან თვითმფრინავი აღჭურვილია საწვავის შევსების სისტემით.
თვითმფრინავი უზრუნველყოფილია დამატებითი ჩაშენებული კიბეებით, რაც საშუალებას აძლევს დაჯდეს ცუდად აღჭურვილ აეროდრომებზეც კი.
თვითმფრინავების ასაკის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება ორი ახალი თვითმფრინავის აგების შესახებ. მათ მიიღეს აღნიშვნა VC-25B.
აშშ-ის საჰაერო ძალების ცნობით, პირველი VC-25B ნიშნის მქონდე თვითმფრინავი აშშ-ის პრეზიდენტის გადასაყვანად 2027 წელს იქნება მზად, მეორე კი – 2028 წელს. ამ დროისთვის VC-25A თვითმფრინავების ექსპლუატაციის დრო 38 წელი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ