“ბორნმუთმა” ბრაზილიელი თავდამსხმელი 47 მილიონად შეიძინა

„ბორნმუთმა“, რომლის რიგებში მომავალ სეზონში შეიძლება გიორგი მამარდაშვილმა იასპარეზოს, „პორტუს“ თავდამსხმელი ევანილსონ ბარბოზა შეიძინა.
„ბორნმუთს“ ტრანსფერი კლუბისთვის სარეკორდო, 47 (37+10) მილიონი ევრო დაუჯდა. 24 წლის ევანილსონის შემდგომი გაყიდვიდან „პორტუ“ თანხის 10%-ს მიიღებს.
მან პორტუგალიურ გუნდში ოთხ სეზონში ჩატარებულ 154 მატჩში 60 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბრაზილიის ნაკრების ღირსება კი ორ შეხვედრაში დაიცვა.
ევნილსონმა „ტოტენჰემში“ გადასული დომინიკ სოლანკე უნდა შეცვალოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში