“ბორის ჯონსონი კიევში ჩამოვიდა და თქვა, ჩვენ [რუსებთან] ხელს არაფერზე მოვაწერთ, მოდი, უბრალოდ, ვიომოთ“- არახამიას განცხადებით, დასავლეთმა კიევს გარანტიებზე უარი უთხრა

„ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ , ომის თავიდან ასარიდებლად, მზად იყო, დათანხმებოდა ნეიტრალიტეტის შესახებ მოსკოვის მოთხოვნას, თუმცა კიევს ამისთვის დასავლეთის გარანტიები სჭირდებოდა, რაც ვერ მიიღო.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ დათანხმდა კიევი ნეიტრალიტეტს, არახამია ამბობს „პირველ რიგში, ამ საკითხზე დასათანხმებლად, აუცილებელია კონსტიტუციის შეცვლა, რადგან NATO-სკენ მისწრაფება კონსტიტუციაში გვიწერია. მეორეც, არ არსებობდა ნდობა რუსებისადმი, რომ პირობას შეასრულებდნენ. ეს შეიძლება მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში გაკეთებულიყო“.
არახამია გაერთიანებული სამეფოს მაშინდელი პრემიერის კიევში ვიზიტს იხსენებს.
“როდესაც [დელეგაციების შეხვედრის შემდეგ] სტამბულიდან დავბრუნდით, ბორის ჯონსონი ჩამოვიდა კიევში და თქვა, – ჩვენ მათთან [რუსებთან] ხელს არაფერზე არ მოვაწერთ, მოდი, უბრალოდ, ვიომოთ”, – ამბობს არახამია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს