ბორის ჯონსონი: თუ ტრამპი კიევის დახმარებას შეწყვეტს, შესაძლოა, უკრაინაში ჯარის გაგზავნა მოგვიწიოს

მედია GB News-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი თვლის, რომ, იმ შემთხვევაში თუკი -ს ახალი პრეზიდენტი სთვის სამხედრო დახმარებას შეამცირებს, შესაძლოა, ბრიტანეთს ში ჯარების გაგზავნა მოუწიოს.

“ნება მომეცით, ფინანსური არგუმენტით განვმარტო, თუ რატომ არის უკრაინაში დემოკრატიის დაცვა რეალურად გონივრული ინვესტიცია” – ამბობს ყოფილი პრემიერი GB News-ს ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მომავალში დიდ ფინანსურ ხარჯებს მოუტანს ბრიტანეთს.

მისი აზრით, ასეთი სცენარი ბრიტანეთს უკრაინაში ჯარების გაგზავნას აიძულებს. “მაშინ ჩვენ მოგვიწევს გადასახადის გადახდა, რათა გავგზავნოთ ბრიტანეთის ჯარები უკრაინის დასაცავად”. – ამბობს ჯონსონი.

“ამას ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყურებენ და კითხვებს სვამენ, თუ რატომ ვუჭერთ მხარს უკრაინელებს? იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ს აღორძინების გამო,  დაქვეითდება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება, რაც ევროპის ყველა ნაწილისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – აღნიშნა ჯონსონმა.

ინტერვიუში ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და ბალტიის ქვეყნებისთვის. მისი თქმით, თუ კი უკრაინა დამარცხდება, ეს ევროპას კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ჩააგდებს.  

უკრაინის საკითხზე ტრამპის პოზიციაზე საუბრისას, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა რესპუბლიკური პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობას:

“ტრამპს ბევრი განსხვავებული მოსაზრება ჩაესმის ყურში. რესპუბლიკურ პარტიაში კი არის ადამიანების ნაწილი, რომლებსაც არასწორი პოზიცია უჭირავთ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით” – ამბობს ჯონსონი.

მან ასევე გააკრიტიკა ზოგი რესპუბლიკელი ვლადიმირ პუტინის მიმართ “რაღაც უცნაური ფანატიზმის გამო”.

ამის მიუხედავად, ჯონსონმა დადებითად შეაფასა ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა და მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით,  Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მიწოდებით ტრამპმა უკრაინის ბედი უკეთესობისკენ შეცვალა.

“ამ მხარდაჭერის გარეშე კიევისთვის ბრძოლა შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან, ძალიან განსხვავებული”.- თვლის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ