“დადგა მომენტი, რომ ვაჩვენოთ ძალა და ჩვენი მტკიცე რწმენა პუტინს, დონალდ ტრამპი კი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება” – Daily Mail-ი ბორის ჯონსონის სიტყვებს ციტირებს.
“ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ ომმა ერთი რამ გვასწავლა – არასოდეს, არასოდეს არ უნდა დააფასო უკრაინელები არასაკმარისად. ესაა ერი რომელიც ბრუნდება და იბრუნებს ყველაფერს რაც მისია, მათი გმირობა აიძულებს ყველას შერცხვეს, ვისაც ეჭვი ეპარებოდა და ეპარება მათში.
დღესაც ისინი შესულები არიან კურსკის ოლქში, და მიიწევენ წინ რუსეთის სიღრმისკენ. მთელი. Აღმოსავლეთის ფრონტზე აკავებენ რუსულ არმიას. პუტინი კი – პუტინმა ასობით ათასი თავისი ჯარისკაცი ჩააწვინა მიწაში, უზარმაზარი რაოდენობის ფული და ჯავშანტექნიკა არაფერში დაიხარჯა, და რისთვის? არმია, რომელიც ერთ დროს პლანეტის მეორე ძალად ითვლებოდა, დღეს სამარცხვინო და არაფრის მაქნის ძალადაა ქცეული ქრონიკული დამცირების რეჟიმში.
6 თვეა მიდის პოკროვსკისთვის ბრძოლები, და 6 თვეა ამ ქალაქს რუსული არმია ვერ იღებს. კი, ქვეყნის 18% ისევ ოკუპაციის ქვეშაა, მაგრამ ის ადრე დაკავებული ტერიტორიის უმრავლესობიდან გამოდევნეს.
როცა თქვენ იკითხავთ, თუ რატომ აგრძელებს უკრაინა ბრძოლას – უნდა გრცხვენოდეთ ამის. განსხვავება უკრაინელებს და რუსებს შორის იმაშია, რომ უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის, მომავლისთვის და ოჯახის წევრებისთვის იბრძვიან, და ემოცია – პატრიოტიზმი მათ გენეტიკის დონეზე აქვთ გამჯდარი. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ამ ერის გატეხვით და მცირეხნიანი წარმატებული ომით კვლავ გახდებოდა რუსი ერის გამაერთიანებელი, მაგრამ მან ვერ შეაფასა უკრაინელები სათანადოდ და შიდა პრობლემებს გარე პრობლემები დაემატა, პირველ რიგში ეკონომიკური, ფინანსური და ახლა უკვე ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციები, და დასავლეთის გადამწყვეტი ნაბიჯები – დაიცვას უკრაინა და უკრაინელი ერი.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ზუსტად მას ეყო გამბედაობა, მოეხსნა აკრძალვა უკრაინაში ამერიკული იარაღის შედინების შესახებ, მას ყოფნის იმდენი ვაჟკაცობა, რომ წინ გადაუდგეს პუტინს. ტრამპი ძალიან კარგად ხედავს პრობლემა რა არის – არ შეიძლება იმედი გქონდეს ომის დამთავრებაზე ტერიტორიული დათმობის სანაცვლოდ, ეს მარტო ტერიტორიისთვის ომი არ არის, და ზოგადად არასწორია დაუთმო ის აგრესორს, რაც ისედაც შენია.
თუ ჩვენ უკრაინას არ დავეხმარებით, გახდეს დასავლური სამყაროს ნაწილი და დაცული უსაფრთხოების გარანტიებით, პუტინი გამარჯვებას მოიპოვებს, და კიდევ ერთხელ ეცდება თავდასხმას.
ბიუროკრატიის გამო უზარმაზარი ღირებულების რაოდენობის იარაღი არ მოხვდა უკრაინაში და ტრამპი მართალს ამბობს, როცა ის აცხადებს რომ სურს კომპენსაციის მიღება. ეს არ ეხება მხოლოდ იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმებას, ასევე ეხება გაყინული რუსული 300 მილიარდის განბლოკვასაც. ამ ფულის გამოყენება ნამდვილად შეიძლება, იმ პირობით, რომ ამ თანხის რაღაც ნაწილი კვლავ დაბანდდება ამერიკაში.
და ბოლოს – ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები უნდა მოემზადონ იმ მომენტისთვის, როცა უკრაინის EU-ში და NATO-ში მიღების საკითხი დადგება დღის წესრიგში და ერთიანი ძალებით დადგნენ მის დასაცავად. “