ბორის სოკოლოვი – კიევმა რომ მოსკოვს მხარეების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გაცვლა მოსთხოვოს, უკრაინამ მთლიანად უნდა დაიკავოს ბელგოროდის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქები

იმაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, რა რეაქცია ჰქონდა ს ტერიტორიაზე უკრაინელების დაწყებულ ოპერაციაზე რუსეთის ხელისუფლებას, რუსულ საზოგადოებას, რა კორექტივები შეიტანა ამ ოპერაციამ -რუსეთის ომსა და ამ ომის პერსპექტივაზე „ინტერპრესნიუსი“ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

 ბატონო ბორის, ორ კვირაზე მეტია კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში უკრაინელები სამხედრო ოპერაციას ატარებენ.

ამ მოვლენებზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ორივე მხრიდან.

რუსეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გადაადგილება ხორციელდება, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით რა იციან რუსეთის მოქალაქეებმა იმაზე, თუ რა ხდება კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში?

– ამ თემებზე ინფორმაციული ცოდნა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის რა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. მათ, ვისაც შეუძლია უყუროს მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, მათ წარმოდგენაში ერთი სურათია იმაზე რაც ხდება კურსკის ოლქში, ვისაც სხვა ინფორმაციაზე აქვს წვდომა, მათ წარმოდგენაში სხვა სურათია.

მათ, ვინც ოფიციალურ წყაროებისგან იღებს ინფორმაციას, ჰგონიათ, რომ მტერი გარბის, გარბის და გარბის. ვინც ალტერნატიული ინფორმაციებზე მიუწვდება ხელი, მათ მეტად რეალური წარმოდგენა აქვთ თუ რა ხდება კურსკის ოლქში.

რამდენადაც მე ვაკვირდები, უკრაინელების შეტევა გრძელდება და ჯერ მათი წინსვლა შეჩერებული არაა. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ამ უკრაინული შეტევის რეალური მიზნები გაუგებარია. ასევე გაუგებარია რეალურად უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენ ჯარისკაცი იმყოფება ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე.

 მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის პირველივე დღეებში რუსეთში იუთუბი გათიშეს, იუთუბზე მაინ ხვდება მასალები იმის შესახებ რომ კურსკის ოლქიდან ხალხი გადის სამშვიდობოს და მათი რიცხვი უკვე 250 ათასზე მეტია.

რუსეთის ხელისუფლებას ეს ხალხი ორგანიზებულად გაჰყავს. ვითარებაში, როცა უკრაინული შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებენ სამხედრო ოპერაციას, თქვენ როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლების რეაქციასა და მოქმედებას?

– რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ხელისუფლება კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს უწოდებს „სიტუაციას კურსკის ოლქში.“

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წარმატებულად მოქმედებს რუსეთის ხელისუფლება, ჩემი დაკვირვებით, რუსეთის ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც შეუძლია. ვხედავთ, რომ კურსკისა და ბელგოროდის ოლქების სამხრეთ რაიონებიდან ხორციელდება მოქალაქეების ევაკუაცია.

 ვნახეთ თუ როგორ არეგისტრირებენ ამ რეგიონებიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს და ურიგებენ მათ ჰუმანიტარულ ტვირთს.

როგორ აღიქვამს ამ პროცესს რუსეთის საზოგადოება?

– მე რამდენადაც ვაკვირდები, იმას რაც კურსკის ოლქში ხდება, მათ შორის მოქალაქეების ევაკუაციას და საბრძოლო მოქმედებებს, საზოგადოება გულგრილად ადევნებს თვალს. საზოგადოებაში არ შეიმჩნევა კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინული სამხედრო ოპერაციის გამო აღტყინება და იმის სურვილი, რომ საჭიროა ქვეყნის ამ ტერიტორიების დაცვა. ამას ჯერ ვერ ვხედავ.

დევნილების მიმართ სიბრალული გრძნობა აქვთ ადამიანებს, მათ ისინი შეძლებისდაგვარად ეხმარებიან, მაგრამ, საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთება ჯერჯერობით არ იგრძნობა.

 კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება რას შეიძლება უკავშირდებოდეს?

– მეჩვენება, რომ ახლა რუსული საზოგადოება ბევრი რამის გამოა გულგრილი. იგი გადაეჩვია ბრძანების გარეშე რამის კეთებას და ცდილობს დისტანცირებული იყოს რაიმე პრობლემებისგან.

 ამის ფონზე პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს – „ოპერაცია კურსკის ოლქში ისე მიმდინარეობს, როგორც იყო დაგეგმილი, რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი პლაცდარმი იზრდება და ძლიერდება.“

ბევრი ამბობს, რომ ახლა „სტრატეგიული ინიციატივა“ უკრაინის მხარესაა, თქვენს ასე ფიქრობთ?

– გლობალურად, მე ასე არ ვიტყოდი, რადგან, დონეცკის ოლქში რუსეთი აგრძელებს შეტევას.

რაც შეეხება კურსის ოლქს ჯერჯერობით, ინიციატივა უკრაინის მხარესაა, მაგრამ ის სიტუაცია შეიძლება მას შემდეგ შეიცვალოს, როცა კურსკის მიმართულებაზე რუსეთი გადაისვრის თავისი ჯარების საკმარის რაოდენობას. რამდენადაც მე მესმის, ჯერჯერობით რუსეთი ვერ ახერხებს შექმნას ერთიანი ფრონტის ხაზი, რის გამოც უკრაინელები სხვადასხვა მიმართულებით ახერხებენ წინსვლას.

 თქვით, რომ მოსახლეობა იმის გამო რაც ხდება გულგრილია, მაგრამ, მას შემდეგ, რა უკრაინელებმა კურსის ოლქს მიმართულებით ოპერაცია დაიწყეს, გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რიცხვი…

– რუსეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რიცხვი იმის გამო იზრდება, რომ მამაკაცების უმრავლესობა ამას მოახლოებული მობილიზაციის გამო აკეთებს.

მე კი პირიქით ვფიქრობ, რამდენადაც პარადოქსოლურადაც არ უნდა ჟღერდეს, ის რაც კურსკის ოლქში ხდება, მეტად აშორებს მორიგი მობილიზაციის გამოცხადებას.

ტყვედ ჩაბარებულების სხვადასხვა ციფრები სახელდება მობილიზებულების. მათი გაწვევის შემთხვევაშიც მათგან სარგებელი ბრძოლის ველზე დიდი არ იქნება, რადგან მათ საბრძოლველად ძალიან დაბალი მოტივაცია აქვთ.

 რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსული შეიარაღებული ძალები „ორგანიზებულად იხევენ“ უკან.

რაც შეეხება ტყვედ ჩავარდნილებს, უკრაინელები ამბობენ რომ რუსი სამხედროები სიამოვნებითაც კი ბარდებიან… თუნდაც ამის გამოა სურათი ბევრი რამის გამო გაუგებარი…

– ტყვედ ჩაბარებაში სიამოვნება ნაკლებად შეიძლება იყოს, რადგან ტყვედ ჩავარდნა, არც კურორტზე და არც გამასაჯანღებელ სპორტულ ბანაკში მოხვედრაა, მაგრამ, რამდენადაც მესმის, როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე სიკვდილს ბევრს ტყვედ ჩაბარება ურჩევნია.

 ბრძანეთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ცდილობს ამ პროცესებისგან დისტანცირებას. არადა, ბევრი აღიარებს, რომ უკრაინაში წყდება უახლოეს მომავალში როგორი იქნება სამყარო, და ამ სამყაროში რუსეთის ადგილი და როლი.

უკრაინა-რუსეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება რუსულ საზოგადოებაში რას შეიძლება ნიშნავდეს? საზოგადოების მხრიდან „პროცესებისგან დისტანცირება“ როგორ უნდა გავიგოთ?

– ვერ გეტყვით, ვფიქრობ, რომ ხალხი არ უფიქრდება იმას, მომავალში რა იქნება. როგორც ჩანს, მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ ასე თუ ისე ომი დასრულდება, და ამის შემდეგ ვიფიქრებთ რა პრობლემებს მოგვიტანს მშვიდობა.

 უკრაინა-რუსეთის ომში უცნაურად გამოიყურება ჩინეთის როლი. პეკინი არ მალავს თავის ურთიერთობებს მოსკოვთან, რამდენადაც შესაძლებელია ეხმარება კიდეც რუსეთს, მაგრამ მეორე მხრივ ჩინურმა ბანკები უარს ამბობენ მოემსახუროს რუსულ ბიზნესს…

– რამდენადაც მე მესმის, ჩინეთი ერთი მხრივ სხვადასხვა მიზეზთა გამო მხარს უჭერს მოსკოვს, მაგრამ, მეორე მხრივ არ უნდა დაკარგოს ამერიკული ბაზარი. პეკინი ახლა ამ ორი შესაძლებლობას შორის ბალანსირებს.

 ახლა ტრამპი კი აცხადებს, რომ ჩინეთთან მეგობრობა სურს, მაგრამ პეკინს ახსოვს რომ თავისი პრეზიდენტობისას თუ როგორ საკმაოდ მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა ტრამპი…

– ჩემი აზრით, ჩინეთისთვის ტრამპთან შედარებით ჰარისი ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტებაა.

მაგრამ, მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩინეთს შეუძლია რეალური გავლენა იქონიოს -ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე.

 შესაძლოა, მაგრამ, ახლა აშშ-ში 5 მილიონზე მეტი ჩინელი ცხოვრობს…

– მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩინელები, ვინც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, პეკინის ინტერესებზე იქნებიან ორიენტირებული.

ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ აშშ-ში მცხოვრებ ჩინელებს შორის ძალიან ბევრი არიან ტაივანიდან. მათ კი პეკინისაგან ბევრად განსხვავებული მიდგომები აქვთ ბევრი რამის მიმართ. ჩვენ ისიც არ ვიცით, პეკინს რა გავლენა აქვს აშშ-ში მცხოვრებ ჩინურ დიასპორაზე.

 რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ახლა ვიზიტად ბაქოში იმყოფება.

გასაგებია, რომ ოფიციალური მოსკოვი იტყვის, რომ აზერბაიჯანში პუტინის ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, მაგრამ, ახლა როცა საბრძოლო მოქმედებები მიდის კურსკის ოლქში, პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი უცნაურადაც კი გამოიყურება…

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში?

– აზერბაიჯანში ვიზიტით პუტინს უნდა აჩვენოს ელიტას, რომ ყველაფერი კარგადაა, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს, ამიტომ არ გადადო მან აზერბაიჯანში ვიზიტი. პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი სახელმწიფო ვიზიტია, ამგვარი ვიზიტები წინასწარ იგეგმება და მზადდება.

 რაც შეეხება რუსულ ელიტას. თქვით, რომ ამ ვიზიტით პუტინს უნდა პოლიტელიტის დამშვიდება. კურსკის ოლქში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ კრემლთან დაახლოებულ ელიტებში რაღაც გაუგებარი ხდება. უამრავი ჭორ-მართალი ამ თემაზე ვრცელდება.

კურსკის ოლქში საომარი მოქმედებების დაწყების ფონზე კრემლთან დაახლოებულ ელიტებში განწყობებზე რა იცით?

– იმის გამო, რომ კრემლის ელიტებისგან საკმაოდ დისტანცირებული ვარ, წარმოდგენა არ მაქვს და მიჭირს იმაზე საუბარი თუ რა განწყობებია ან რა ხდება ამ წრეებში.

 ინტუიცია რას გკარნახობთ….

– მე შემიძლია ვიფიქრო, რომ რუსულ პოლიტელიტას ძალიან არ მოსწონს უკრაინული ძალების კურსკის ოლქში შეჭრა.

 ცხადია, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ, ამ თემაზე კითხვას ასე დავსვამდი – რუსეთს არ შეუძლია უკრაინელების შეჩერება თუ არ უნდა?

– მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსეთმა დონბასიდან მინიმალურად გადაისროლოს ძალები კურსკის ოლქში, ხარკოვის ოლქიდანაც ხდება გარკვეული ძალების გადასროლა. ჩემი აზრით, რუსეთის ხელისუფლება თვლის, რომ კურსკის ოლქში ვითარება არც ისე კრიტიკულია, რომ უკრაინიდან მოხსნან ძალები და გადაისროლონ კურსკის ოლქში.

უკრაინელების კურსკის ოლქში შეჭრამ პუტინის იმიჯზე უარყოფითად კი იმოქმედა, მაგრამ, როცა რეჟიმი დიქტატორულია, ავტორიტარს იმიჯის პრობლემა არ აღელვებს.

პუტინს რომ დემოკრატიული ს ელოდებოდეს, სხვა საკითხია, მაგრამ, რუსეთში ხომ დემოკრატიული არჩევნები კარგა ხანია არ ჩატარებულა და კიდევ დიდხანს არ ჩატარდება.

 მართლაც ძნელია იმის თქმა, კურსკის ოლქში შეჭრით აქვს თუ არა უკრაინას „სტრატეგიული უპირატესობა“, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ უკრაინულმა ძალებმა არა მარტო დაიკავეს სიმაღლეები, არამედ დიდხანს აპირებენ კურსის ოლქში გაჩერებას.

ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ უკრაინელებმა კურსის ოლქის დაკავება იმის გამო დაიწყეს, რომ არაა გამორიცხული რუსეთთან მოლაპარაკებებზე ტერიტორიების გაცვლა მოითხოვონ.

მეტიც, სწორედ ამის გამო ცდილობენ უკრაინელები იმდენივე ტერიტორიის დაკავებას, რაც რუსებს აქვთ ოკუპირებული…

– თუ სწორად მახსოვს, კურსკის ოლქის ტერიტორია დაახლოებით 27 ათას კვ. კილომეტრს შეადგენს. უკრაინელებს ახლა ყველაზე ოპტიმისტური დათვლით დაკავებული აქვს კურსკის ოლქის მაქსიმუმ 1, 5 ათასი კვ. კილომეტრი.

დონეცკისა და ლუგანსკი ოლქებიც დაახლოებით 26-27 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენენ, დაახლოებით ამდენივეა ასევე ც. რუსებს ასევე დაკავებული აქვს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილები, დაახლოებით 20 ათას კვ. კილომეტრამდე.

კიევმა რომ მოსკოვს მხარეების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გაცვლა მოითხოვოს, უკრაინამ მთლიანად უნდა დაიკავოს ბელგოროდის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქები. ამისგან კი უკრაინელები ძალიან შორს არიან.

 რა კორექტივები შეიტანა კურსკის ოპერაციამ უკრაინა-რუსეთის ომში და ამ ომის პერსპექტივა როგორ გამოიყურება?

– კურსკის ოპერაციას ბევრი არც არაფერი შეუცვლია. რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ომს, იგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის დახმარებას აღმოუჩენს დასავლეთი უკრაინას.

ანუ, ეს დახმარება რა პროპორციით გაიზრდება, ან შემცირდება. რა ტიპის იარაღს მიაწვდიან მას და ასე შემდეგ. ასევე რომელი იარაღის გამოყენების უფლებას დართავენ რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან ძნელი სათქმელია.

რაც შეეხება ომის პერსპექტივის პროგნოზირებას, ამაზე საუბარი ჭირს, რადგან ძალიან ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

 აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტი პუტინი დიდი ალბათობით სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებითაც გააკეთებს განცხადებებს.

ამ თვალსაზრისით თქვენი პროგნოზი როგორი შეიძლება იყოს?

– ერთი ცხადია, რომ პუტინი ბაქოში აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებსა და ამ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე გააკეთებს განცხადებებს.

არაა გამორიცხული სამხრეთ კავკასიის რეგიონზეც თქვა რამე, არც ისე დიდია დროა დარჩენილი, დაველოდოთ და ვნახავთ რას იტყვის.

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს