ქართველი წარმოშობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) Росфинмониторинг-ის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს. რეესტრში მწერალი ნამდვილი სახელითა გვარით გრიგორი ჩხარტიშვილით წერია. რუსული მედია წერს, რომ აღნიშნულ სიაში შეყვანილი პირები საბანკო მომსახურებით ვეღარ სარგებლობენ.
გასულ კვირას გამომცემლობა AST-მა განაცხადა, რომ აკუნინის და დიმიტრი ბიკოვის (იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოურ აგენტად აღიარებული) წიგნების გამოცემას და გავრცელებას აჩერებს. მიზეზი მწერლების განცხადებები იყო, რასაც ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა.
2022 წლის ოქტომბერში აკუნინმა განაცხადა, რომ მოსკოვის აკადემიურმა თეატრმა და სანქტ-პეტერბურგის თეატრმა მისი სახელი სპექტაკლების აფიშებიდან წაშალეს. რუსეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფიშებიდან იმ კულტურული მოღვაწეების სახელების ამოღება, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და მისი ქმედებები დაგმეს, ბუნებრივია.
ბორის აკუნინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალია რუსეთში, მისი წიგნები ქვეყანაში ბესტსელერებადაა მიჩნეული. Литреса-ის მიხედვით, ის რუსეთში ყველაზე პოპულარული ავტორია შემოსავლების მიხედვით. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „ახალი დეტექტივის” სერიაა ერასტ ფანდორინის თავგადასავალზე და „რუსული სახელმწიფოს ისტორია”.