ბორელმა ტრამპის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ნატო „ვერ იქნება შერჩევითი ალიანსი“

ნატო „ვერ იქნება შერჩევითი ალიანსი“, განაცხადა 12 თებერვალს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დიდად არ დაუჭერს მხარს ევროპაში ნატოს „უსაფრთხოების ქოლგაში“ მონაწილეობას, თუკი კვლავ გახდება -ის პრეზიდენტი.
ტრამპმა 10 თებერვალს პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია და შიში მოჰგვარა შეერთებული შტატების ევროპელ მოკავშირეებს, როცა თქვა, რომ რუსეთს „შეაგულიანებს“, თავს დაესხას ნატოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც არ ასრულებს ფინანსურ მოვალეობებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრამპის გამონათქვამს „აღმაშფოთებელი და სახიფათო“ უწოდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი მოსაზრება, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელს ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის აშშ-ის უსაფრთხოებასაც“.
ნატოს ქვეყნები 2014 წელს, ს მიერ ს ანექსიის შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტდნენ თავდაცვის ხარჯების შემცირებას, რაც ცივი ომის შემდეგ დაიწყეს. 2024 წლისთვის მათ მშპ-ს 2% უნდა დაეხარჯათ თავდაცვაზე.
2016 წლის კამპანიის დროს ტრამპმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მისი ხელმძღვანელობით, შესაძლოა უარი თქვას ნატოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებზე და დაიცვას მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ხარჯავენ მშპ-ს 2%-ს.
2022 წლის მდგომარეობით, ნატოს ახლანდელი 31 წევრი ქვეყნიდან შვიდი ასრულებდა ამ ვალდებულებას. 2014 წელს მხოლდო სამი ქვეყანა იყო ასეთი. 2022 წელს რუსეთის შეჭრამ ში ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა.
ტრამპს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მაღალი რეიტინგი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი აქვს წაყენებული 90-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეზე.
ბრალდება ამტკიცებს, რომ, სხვათა შორის, ის ცდილობდა შეეცვალა წაგებული ს შედეგები, უკანონოდ შეინარჩუნა სამთავრობო საიდუმლოებები პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს.