ბორელი EU-ს შესთავაზებს, მთავრობისთვის გამოყოფილი €100 მლნ სამოქალაქო საზოგადოებას გადაეცეს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ დღევანდელ საბჭოს სხდომაზე დააყენებს წინადადებას, რომ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართდეს.
ეს განცხადება მან საბჭოს დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“საქართველო არის საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება. მე ვთავაზობ [საბჭოს] იმ მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის შეწყვეტას, რომელიც მთავრობას მიემართება. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გადამისამართდება. ჩვენ ავიღებთ ამ თანხას, 100 მილიონზე მეტს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ბრძოლას სამართლიანი სთვის.
ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან გაგრძელდება. გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია იქამდე, სანამ საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამ გზაზე დასაბრუნებლად ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ამავდროულად, ჩვენ ფულს, რომელიც მთავრობისთვის იყო გამოყოფილი, გამოვიყენებთ იმ ხალხისთვის, ვინც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის”, – თქვა ჯოზეფ ბორელმა.