ბორელი: EU-ს კარი ღიაა, მაგრამ საქართველოს მთავრობა აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებენ

ერთი რამ ცხადია. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მთავრობა იგივე მიმართულებით სვლას აგრძელებს, აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებენ. ეს კარი დაიხურება და ამის საფასურს ქართველი ხალხი გადაიხდის. ფაქტია, რომ ევროპული პერსპექტივა იქნება შენელებული ან სულაც გაუქმებული.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საქართველოს საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა იგივე პოლიტიკას აგრძელებს და ამის გამო, საქართველოსთვის ევროკავშირის ღია კარი დაიხურება.