საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ესპანეთში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჰამასს ისრაელი აფინანსებდა.
“დიახ, ჰამასი ისრაელის მთავრობამ დააფინანსა, რათა პალესტინის ხელისუფლება დაესუსტებინათ, რომელსაც ფატაჰი ხელმძღვანელობს”. – თქვა ბორელმა.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად “ორი სახელმწიფოს პრინციპი” უნდა მოქმედებდეს.
“ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ გარედან დაწესებული ორი სახელმწიფოთი გადაჭრის გზა მოიტანდა მშვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი უარყოფითს ამტკიცებს”. – თქვა ბორელმა.
ისრაელის მთავრობამ ბორელის ბრალდებები მტკიცედ უარყო.
ისრაელის პრემიერმინისტრის უმაღლესმა მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ოფირ ფალკმა, თქვა, რომ პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მმართველობისას ჰამასზე მსხვილი იერიშები მიიტანა.
“ბატონი ბორელი არასწორია. პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, არათუ ჰამასის გაძლიერება სურდა, არამედ ჰამასს მსხვილმასშტაბიან სამხედრო ოეპრაციებში 3-ჯერ ძლიერად დაარტყა: 2012, 2014 და 2021 წლებს. 7 ოქტომბერს 1 000-მდე ისრაელელისა ხოცვა-ჟლეტისა და 250-ის მძევლად აყვანის შემდეგ, ბატონი ნეთანიაჰუს ომის კაბინეტმა ისრაელის არმიას უხელმძღვანელა, რომ გაენადგურებინა ჰამასი”. – თქვა ფალკმა.
ევროკავშირის საგარეო მინისტრები ორშაბათს, 22 იანვარს, ღაზაში ჰამას-ისრაელის ომის განსახილველად ისრაელის, პალესტინის ხელისუფლებისა და რამდენიმე არაბული ქვეყნის წარმომადგენლებს ხვდებიან.
ამავე დღეს, როგორც Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირი ჰამასზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, რათა მათი დაფინანსების წყაროები დააზიანოს.