ბორელი: საქართველო კარგად მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრის წინ ამბობს, რომ წაახალისებს საქართველოს, გააგრძელოს ევროპულ გზაზე მუშაობა.
„კარგად მუშაობენ. ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების მხრიდან და ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, — აღნიშნა ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. ღონისძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ