ბორელი: საქართველოსთვის ყველას ერთი რამ გვინდა – დაბრუნდეს ევროპულ გზაზე

საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრის შეჯამებაში, საქართველოს შესახებ საუბრობს. ბორელის განცხადებით, საბჭომ იმსჯელა, საქართველოში გამართული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე იმ შედეგებზე, რასაც ეს მოვლენები საქართველოს ევროპული გზისთვის ქმნის.
„საქართველოსთვის ჩვენ ყველას ერთი და იგივე რამ გვინდა: დაბრუნდეს ევროპულ გზაზე. ეს მოითხოვს ძალისხმევას. ჩვენ გავაგზავნით მისისას საქართველოში. ჩვენ ვიმსჯელებთ დარღვევებზე და უნდა იყოს გამოძიებული. მთავრობამ უნდა მოახდინოს გადამწყვეტი ცვლილებები, კონკრეტული ქმედებებით. ძლიერი ცვლილებების გარეშე, ევროკავშირთან ურთიერთობაში, საქართველო წინ ვერ წავა“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ შეჯამებაში.
„ქართველ ხალხს მინდა გავუმეორო ის, რაც გასულ წელს, ჩემი ვიზიტის დროს ვთქვი: ევროკავშირი არასოდეს მიგატოვებთ თქვენ და ევროკავშირისთვის თქვენს ბრძოლას. დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სასარგებლოდ თქვენს არჩევანში, თქვენ გვერდით დგომას გავაგრძელებთ“, – აცხადებს ბორელი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, შესაძლოა, სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?