ბორელი/ევროკომისია: სწრაფად გამოიძიეთ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა არჩევნებამდე პროცესს.
განცხადებაში მოყვანილია OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნაც, რომლის თანახმადაც “საარჩევნო დღე ძირითადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის მიცემის საიდუმლოს ხშირი დარღვევებით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ისევე, როგორც ამომრჩევლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის შესახებ ცნობებით, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა პროცესის საჯარო ნდობაზე”.
ერთობლივ განცხადებაში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია მოუწოდებენ ს და შესაბამის უწყებებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს შეასრულონ თავისი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღსადგენად.
ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა იყოს გამოქვეყნებული.
პოლიტიკურ სპექტრს შორის კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, EU მოუწოდებს საქართველოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების განხორციელებისკენ ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.