ბორელი ევროკავშირს მოუწოდებს გააძლიეროს თავდაცვის მრეწველობა, გააგრძელოს უკრაინის დახმარება

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა ბლოკს მოუწოდა გააძლიეროს თავდაცვის მრეწველობა და შეავსოს მარაგები, რათა მზად იყოს “პოტენციურ საფრთხეებთან” გასამკლავებლად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელების პარალელურად.
ს, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლურ, განსაკუთრებით -ის სამხედრო დახმარებაზე, უწევს გამოიზოგოს საბრძოლო მასალები, ს მხრიდან მზარდად ინტენსიური შეტევის ფონზე.
“მაღალი ინტენსივობის ომის ორი წელიწადის შემდეგ, არსებული მარაგები ამოწურულია და კონფლიქტი მარაგების ომიდან გადაიზარდა წარმოების ომში” – წერს ბორელი 11 მარტით დათარიღებულ წერილში, რომელიც ეხება ევროპის თავდაცვის მრეწველობის სტრატეგიას და რომელიც ევროკომისიას 5 მარტს გააცნეს.
ბორელის განცხადებების ფონზე, ტელეკომპანია CNN-ი დაზვერვის სფეროს წარმომადგენელ, ანონიმურად დატოვებულ ევროპელ წყაროზე დაყრდნობით 11 მარტს იუწყება, რომ რუსეთი სწრაფი ტემპით აწარმოებს სამჯერ მეტ საარტილერიო ტყვია-წამალს, ვიდრე აშშ და ევროკავშირი ერთობლივად.

ასევე დაგაინტერესებთ