ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ბლოკი დაგვიანებით, თუმცა მიმდინარე წელსვე შეასრულებს უკრაინისთვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემის პირობას.
კიევში ვიზიტით მყოფმა ბორელმა გამოცემა European Pravda-ს 11 ნოემბერს უთხრა, რომ ევროკავშირმა ამ დრომდე უკრაინას მიაწოდა 980 000-მდე ჭურვი.
“ვიცი, რომ ჩვენი პირობით ამ დონისთვის გაზაფხულზე უნდა მიგვეღწია – და ეს ვერ შევძელით. მაგრამ ჩვენ შევძლებთ პირობა წლის ბოლომდე [შევასრულოთ] – ამბობს ბორელი და დასძენს: “ჩვენ ეს უკვე თითქმის გავაკეთეთ. მიწოდებული გვაქვს 980,000-ზე მეტი ჭურვი”.
ჩეხეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე, თებერვალში დაწყებული პარალელური ინიციატივა ითვალისწინებს უკრაინისთვის 500 000-მდე ჭურვის შეძენას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოებისგან, მიმდინარე წლის ბოლომდე. ოქტომბერში უკრაინას მიაწოდეს ამ რაოდენობის მესამედზე ოდნავ მეტი.
ფორუმი