ბორელი: ევროკავშირის მინისტრები 16 აპრილს განიხილავენ ირანის თავდასხმას ისრაელზე

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ დაძაბულობის გაღრმავებაზე ახლო აღმოსავლეთში, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ – აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი.
“ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, [16 აპრილს] მოვიწვიე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო … შეხვედრა”, – წერს ბორელი პლატფორმა X-ზე და დასძენს: “ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ რეგიონის დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში”.
13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ს არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.
ირანი ისრაელზე თავდასხმას უწოდებს საპასუხო რეაქციას სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს