ბორელი: გვინდა, საქართველოსა და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ

ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ „უკრაინის მთავრობის წევრებისგან“ იყო მოწოდებები საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის გახსნაზე“, რასაც სამწუხარო უწოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ს.
„სამწუხაროდ, არაერთი განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა, – ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი… რაც ძალიან სამწუხარო იყო“, – განაცხადა მ კითხვაზე, რას გულისხმობდა იგი, როდესაც უკრაინიდან საქართველოს „ომში ჩაბმის“ მცდელობაზე საუბრობდა.
„თუმცა უნდა ვთქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მტკიცე პოზიცია გვაქვს. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს უკრაინას პოლიტიკურად, ვაწვდით ძლიერ ჰუმანიტარულ დახმარებას, განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელებისადმი“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, შეუერთდება თუ არა საქართველო ს ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს:
„ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს: ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, – და საამისოდ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, არ გამოიყენება საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად. ეს ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც მივსდევთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელს სურს, საქართველოსა და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ:
„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინასა და საქართველოს საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ და ერთადერთი იმაზე ვისაუბროთ. თუ რამე მოხდება მათ შორის, ერთადერთი, ვისაც აწყობს, რუსეთია და, ცხადია, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადავცე ეს მესიჯი უკრაინულ მხარეს, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო ინტერესები [მისადმი]“.
ბორელმა ასევე განაცხადა, რომ „მეორე ფრონტზე“ საუბარი „გრძელი ამბავია“ და „ამას არავინ სერიოზულად არ განიხილავს“ და მე ვერ ვხედავ, რომ ასეთი მოწოდება ყოფილიყო უკრაინიდან, ან ვინმე სხვისგან“, – განაცხადა ბორელმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სამშაბათს, 20 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.
სხდომის შემდეგ პრემიერმა კობახიძემ, ჟოზეპ ბორელმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საერთო პრესკონფერენცია გამართეს. სწორედ იქ გააკეთეს ლიდერებმა ეს კომენტარები.
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს – „გლობალური ომის პარტიას“ – უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ.
განცხადებებს, რომ დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს ომისკენ, კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი , დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის 2022 წლის მარტში გაკეთებული განცხადება არაერთხელ გამხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის საგანი.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს