ბორელი ალბათ იმიტომ არ უფრთხილდება რეპუტაციას და ორმაგი სტანდარტებით უდგება საქართველოს, რომ მალე პენსიაზე გასვლა მოუწევს და ფიქრობს, მაქსიმალურად შეასრულოს მიღებული დავალება

ბორელი ალბათ იმიტომ არ უფრთხილდება რეპუტაციას და ორმაგი სტანდარტებით უდგება საქართველოს, რომ მალე პენსიაზე გასვლა მოუწევს და ფიქრობს, მაქსიმალურად შეასრულოს მიღებული დავალება
„ჟოზეფ ბორელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თითქოს მთავრობამ ევროკავშირის კურსს გადაუხვია. მაინტერესებს, როგორ ამტკიცებს ბორელი ამას, როცა სწორედ მისდამი დაქვემდებარებულმა კომისიამ 30 ოქტომბერს გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ყველა თავის მიხედვით (და 35 თავია ამ ანგარიშში), საქართველომ პროგრესი აჩვენა და გაცილებით უსწრებს სა და მოლდოვას, რომლებთანაც მოლაპარაკებებია დაწყებული?“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებისას, რომელიც სინამდვილეს არ ასახავს, ორმაგ სტანდარტებს იყენებს, რაც მის რეპუტაციას ვნებს, თუმცა, ეკა სეფაშვილის თქმითვე, ბორელი ალბათ ფიქრობს, რომ გადადგომამდე მიღებული დავალება მაქსიმალურად უნდა შეასრულოს.
„იმავე ევროკომისიამ ერთი თვის წინ გამოაქვეყნა ანგარიში დემოკრატიის განვითარების შესახებ, სადაც საქართველო 32-ე პოზიციას იკავებს რეიტინგში და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. სხვა უამრავი ამგვარი საერთაშორისო რეიტინგია კიდევ, სადაც საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ წევრ ქვეყნებს უსწრებს.
შესაბამისად, ასეთი ორმაგი სტანდარტი და მიდგომა [რას ნიშნავს], არ ვიცი, ან, ბორელი, ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორ არ უფრთხილდება თავის რეპუტაციას, [როცა საქართველოს მიმართ არასწორ გზავნილებს აჟღერებს], მაგრამ, ალბათ [ამას იმიტომ აკეთებს], რომ მალე გადადგომა და პენსიაზე გასვლა მოუწევს და ფიქრობს, მაქსიმალურად შეასრულოს ის დავალება, რაც აქვს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები

ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს ვერავინ მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს. გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს

ვიდრე რუსეთი არ შეიჭრა უკრაინაში, მანამდე ზოგი რუსი ბანი იყო, ზოგი რუსეთში კონცერტებს ატარებდა – საქართველოს დაღუპული გმირი მათთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ, უკრაინაში დაიწყო თუ არა ომი, მერე გახდა საშინელება რუსეთი მათთვის