ბორელის თქმით, უკრაინას გადასცემენს რუსული აქტივის ნაწილს, მაგრამ არა გაყინულ 300 მილიარდს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მივიდნენ პოლიტიკურ შეთანხმებამდე, რომლითაც გაყინული რუსული აქტივების ნაწილს მიიღებს, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელიმ.
„თითქმის დარწმუნებული ვარ, [პროცესი] მალე დასრულდება. დისკუსია გაგრძელდება ელჩთა დონეზე“, – ციტირებს ბორელის გამოცემა Kyiv Independent. პოლიტიკოსმა დაამატა, რომ ევროკავშირში სურთ, ოფიციალურად გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ შეხვედრამდე [19 თებერვალი] მიიღონ.
გეგმა, რომელზეც პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული, გულისხმობს ს კუთვნილი აქტივების მხოლოდ ნაწილის მოხმარებას უკრაინის დასახმარებლად. კერძოდ, ევროკავშირის წევრთა ბანკებში რუსეთის ცენტრალურ ბანკს 300 მილიარდმდე ევროს აქტივები აქვს განთავსებული, რომლებიც სარგებელს გამოიმუშავებენ. ეს სარგებელი, დაახლოებით, 15 მილიარდ ევროს შეადგენს.
ბანკები, რომლებშიც აქტივებზე მიღებული სარგებელი ინახება, ვალდებულნი იქნებიან, ის ცალკე ანგარიშზე განათავსონ და შემდგომში, ყოველწლიურად, ევროკავშირის ბიუჯეტში გადარიცხონ, იქიდან კი თანხებს უკრაინას გადასცემენ.
უკრაინის დახმარების ამ მეთოდის მისაღებად საჭიროა ევროპარლამენტის, ასევე ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობაც.

ასევე დაგაინტერესებთ