ბორელის განცხადებით, ჰამასი ისრაელის მთავრობის მიერ ფინანსდებოდა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ს მთავრობას ჰამასის დაფინანსებაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ პალესტინის ხელისუფლების დასასუსტებლად ისრაელმა მათ შექმნას ხელი შეუწყო.
“დიახ, ჰამასი ფინანსდებოდა ისრაელის მთავრობის მიერ, რათა შეესუსტებინათ პალესტინის ხელისუფლება, რომელსაც ფატაჰი უძღვებოდა”, – განაცხადა მან.
ბორელმა აქვე დაამატა, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ორი სახელმწიფოს პრინციპია, თუმცა ისრაელი ამის წინააღმდეგია.
შაბათს თელ-ავივის ქუჩებში პრემიერმინისტრ ს მთავრობის წინააღმდეგ ასობით ადამიანი შეიკრიბა. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არასწორად უმკლავდება, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი ს დანიშვნაზეც.