ბორელის განცხადებით, პალესტინელებსა და ისრაელელებს, ერთსა და იმავე მიწაზე, თანაბარი უფლებები აქვთ

პალესტინის სახელმწიფოს გარეშე, ისრაელს მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.
მისივე თქმით, ყველაზე სერიოზული კონფლიქტების შემთხვევაშიც კი, დგება მომენტი, როცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მშვიდობა ისადგურებს.
“ორივეს [ისრაელსაც და პალესტინასაც] აქვს თანაბარი და ლეგიტიმური უფლებები მიწაზე. მათ მოუწევთ, გაიზიარონ [მიწა]. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ამაზე შეთანხმდნენ. ისინი ამას მარტო ვერ შეძლებენ“, – თქვა ბორელმა.
ბორელი ბარსელონაში, ხმელთაშუა ზღვის კავშირის (UfM) ფორუმს ესწრება, სადაც დაახლოებით 40 ქვეყნის წარმომადგენელი განიხილავს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტსა და მშვიდობის დამყარების გზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას, გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით

მარტვილის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას