მინდა, ჩვენს ქვეყანას რეფერენდუმის დღე მივულოცო, როცა კიდევ ერთხელ, ხელახლა აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა და უნდა ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, 35 წლის განმავლობაში, ჩვენი სახელმწიფო ასეთი ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული არასოდეს ყოფილა. თუმცა, ის კითხვა და ამოცანები, რაც ამ 35 წლის განმავლობაში იდგა, დღესაც დღის წესრიგშია. ჩვენ უნდა შევძლოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ – ამაში განსაკუთრებული როლი სწორედ პარლამენტს აქვს.