ბონდო მძინარაშვილი: თუ არ დაყენდნენ, ამოვიღოთ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი! ამ გარდამავალით გადავლას გვიპირებენ და მოვიშოროთ!

“რა შეგვჭამა ამ ბრიუსელმა?! 🤔
აღარ მინდა თქვენი ნარდი, თქვენი კარტი, თქვენი ევროკავშირი! 😂
და აქაურებმაც, ევროპელი დედინაცვლის მზეს რომ ფიცულობთ, ცოტა პატრუქს დაუწიეთ, ბოლავს! 😉
P. S. თუ არ დაყენდნენ, ამოვიღოთ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი!
ამ გარდამავალით გადავლას გვიპირებენ და მოვიშოროთ!” – საზმაუს ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ანტიევროპულ განცხადებას აქვეყნებს
ცნობისათვის, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი