საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
არც ვაშინგტონში უკვირთ ინგლისურად ცუდად ან აქცენტით ლაპარაკი და არც მოსკოვში უკვირთ რუსულად ცუდად ან აქცენტით ლაპარაკი.
მახსოვს, მხოლოდ ერთხელ გაიღიმა ირონიულად კოლეგამ მოსკოვში ჩემი “აქცენტირებული” რუსულის მოსმენისას და იქვე გავახსენე საბჭოთა იმპერიის ქართული აქცენტიც და ისიც, რომ 1953 წლის 5 მარტამდე მთელ იმპერიას “საქართველოდან ამოსული მზე ანათებდა”. უმალ გაისწორა სახე რუსი გრაფის შთამომავალმა.
ჰოდა, სუსკაც!
ამერიკაშიც და რუსეთშიც, წესიერ საზოგადოებაში, როცა გრამატიკულად ვერ სხლავ და მოსაუბრე რამეს ვერ იგებს, აზუსტებს და ამის გამო არ დაგცინის, აი, ქართველებმა კი “ბაკაკი ცკალში კიკინებს” კომპლექსი ვერ მოვიშორეთ და სულელივით გვეცინება უცხოტომელის ქართულზეც და ქართველის “ფრანციცულზეც”..
ამჯერად მხოლოდ ერთ საჯარო გამოსვლაზე არ ვამბობ, საზოგადოდ ასეა.
ისე კი,
“რა გინდა რომ აქ არ იყოს, –
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! –
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.მე შენ გეტყვი –
არ გეყოფა სიტყვის მარაგი…
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, –
თვარა, – კი!” (მუხრანი)ჰოდა, საქართველოს სახელით “ილაპარაკეთ მხოლოდ ქართულად”!
P. S. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში გამგზავრებამდეც დიდებული ქართული ოჯახის შვილი იყო და ვაშინტონიდან დაბრუნებულიც დიდებული ქართული ოჯახის დედა იქნება ისევ.
თქვენ რა გეშველებათ, თქვენ, ცეტებო?!
როდემდე უნდა იქნიოთ ორკაპა კუდი და აბაკუნოთ ალესილი ჩლიქები?!
სულ ასე ივლით მაგ “მოღრეცილი ფეხებით”! (წვიმამ – ნისლიანი ალბიონი, ალბიონმა კი ჩერჩილი გამახსენა).




