ბონდო თედორაძე – კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში და 26 ოქტომბერს თქვენთან, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს საქართველო!

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ თქვენთან ერთად დავასრულებთ ს რეჟიმს საქართველოში და 26 ოქტომბერს თქვენთან, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს საქართველო!“ – ამის შესახებ ქობულეთის ორგანიზაცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არავითარი დაპირება, რომელიც ხალხს ეკონომიკურ შეღავათს მისცემს.
„ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა ეგრეთწოდებული დელეგატად გიორგი ჭყონია ქობულეთიდან. ფული, რომელიც მან დააგროვა უკანონო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით, უნდა მოახმაროს ამომრჩეველთა მოსყიდვას და რუსულ რეჟიმზე ფესვების გამყარებას.
კითხვით უნდა მივმართოთ გიორგი ჭყონიას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ამომრჩევლებს, როცა ვხდებით, ვესაუბრებით პროგრამაზე, რომელიც მათ საჭიროებაზე იქნება მორგებული, მაგალითად: მშობლებს ვპირდებით, რომ ყოველ ერთ, ორ და სამ შვილზე ერთი წლის მანძილზე დავეხმარებით ყოველთვიურად 500, 1000 და 1500 ლარის ოდენობით, თქვენ კი, ამის საპირწონედ ხომ არ აპირებთ ამომრჩეველს ესაუბროთ, თუ როგორ მოიპოვეთ მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალა უკანონოდ, ან როგორ იგებთ მილიონიან ტენდერებს საქმის ჩაწყობით და ასე შემდეგ?!
ქობულეთელებო, რეალობა არის შემდეგი: „ქართულ ოცნებას“ და მათ დელეგატებს არავითარი დაპირება, რომელიც ეკონომიკურ შეღავათებს მოგცემთ, არ აქვთ, ეს იმ ფონზე, როდესაც ამდენი ბავშვი შიმშილობს დღეს ქობულეთში და რამდენ ბავშვი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ისინი მხოლოდ გპირდებიან იმას, რომ საბოლოოდ დააკანონებენ რეჟიმს ქვეყანაში და თავისუფალ აზრზე მუდმივად იქნება ზეწოლა. ამიტომ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ თქვენთან ერთად დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში და 26 ოქტომბერს თქვენთან, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს საქართველო!“ – განაცხადა ბონდო თედორაძემ., რომლის კომენტარსაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება