ბოლო 6 წელში რამდენ კვ.მ-ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ ბინებსა და ე.წ. „აპარტ ოტელებზე“ ქობულეთსა და ბათუმში?

ბოლო 6 წელში საცხოვრებელ ბინებსა და ე.წ. ,,აპარტ ოტელებზე“ მშენებლობის ნებართვა ქობულეთში 297 485 კვ.მ-ზე, ხოლო ბათუმში 7 მლნ კვ.მ-ზე მეტზე გაიცა. ინფორმაცია ქობულეთისა და ს მუნიციპალიტეტების მერიამ პარლამენტის წევრ დავით ხაჯიშვილს სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ მიაწოდა.
„2023 წლის 22 ნოემბრის განცხადების პასუხად, სადაც ითხოვთ ინფორმაციას 2018 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენ კვადრატულ მეტრზე არის გაცემული მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ ბინებსა და ე.წ. ,,აპარტ ოტელებზე“, გაცნობებთ შემდეგს:
· 2018 წელი – 20034 კვ.მ.
· 2019 წელი – 45860 კვ.მ.
· 2020 წელი – 20451 კვ.მ.
· 2021 წელი – 9487 კვ.მ.
· 2022 წელი – 38353 კვ.მ.
· 2023 წელი – 163300 კვ.მ“, – წერია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილ წერილში.
რაც შეეხება ბათუმის მონაცემებს, 2018 წლიდან დღემდე II, III და IV კლასის მშენებლობებზე სულ 7 მლნ. კვ.მ-ზე მეტი ნებართვა გაიცა. მათგან 2018 წელს თითქმის 2 მლნ კვ.მ, 2019 წელს თითქმის 2.6 მლნ კვ.მ, 2020 წელს 1.2 მლნ კვ.მ, 2021 წელს 393 ათასი კვ.მ, 2022 წელს 600 ათას კვ.მ-ზე მეტი, ხოლო 2023 წელს 144 ათას კვ.მ-მდე გაიცა.