ბოლო 6 თვეში JOBS.GE-ზე 41,998 ვაკანსია გამოქვეყნდა – რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

ბოლო 6 თვეში JOBS.GE-ზე 41,998 ვაკანსია გამოქვეყნდა – რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
2024 წლის მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2.6%-ით ნაკლებია 2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
ამის შესახებ PMCG კვლევაშია საუბარი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის მაისში jobs.ge-ზე 7,681 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით კი – 41,998 ვაკანსია, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, 9,998 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში რაც, 1 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ამ კატეგორიაზე 7.4%-ით გაზრდილი ვაკანსიაა.
2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, 7,631 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში. რაც, 1 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით ამ კატეგორიაზე 3.4%-ით გაზრდილი ვაკანსიაა.
2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში 10,163 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც, 1 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ამ კატეგორიაზე 3.2%-ით შემცირებული ვაკანსიაა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა